საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვარშავაში ნატოს სამიტზე დასასწრებად უკვე მივიდა.
“აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი”, – განაცხადა სამიტზე შესვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა.
ვარშავის სამიტის ფარგლებში, დღეს პირველად გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
ქვეყნის პირველი პირი, დღეს, სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერმინისტრს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან.
საქართველოს პრეზიდენტი დღის ბოლოს სამუშაო სადილს დაესწრება, რომელიც NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.