მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული 16 წლის მოზარდის ძებნისას მაშველი დაიღუპა.
მაშველი გვიან ღამით 16 წლის მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩაერთო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ისიც დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 45 წლამდე ასაკის კერძო მყვინთავია, რომელიც დაკარგული მოზარდის ოჯახმა დაიქირავა.
სამძებრო სამუშოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლები არიან ჩართული, ასევე ბათუმიდან ჩაყვანილი მყვინთავები.