ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნატოს სამიტი ვარშავაში: 2 500-მდე დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი

8-9 ივლისს ნატოს სამიტი ვარშავაში გაიმართება. ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი ხვალ გაიხსნება. ეს ნატო-ს ისტორიაში პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში შედგება. ნატოს ვარშავის სამიტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მთავარ პრინციპს, თავისი წევრების კოლექტიურ დაცვას, რასაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის მზარდი რევანშიზმის პირობებში.

ვარშავის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისიის გახანგრძლივებაზე და ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში ალიანსის როლის გაფართოებაზე.

გარდა ამისა, ვარშავის სამიტზე ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებასა და საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.

სამიტს დაესწრება 2 500-მდე ოფიციალური დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი.

პირველად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 1957 წელს გაიმართა.

იტვირთბა....