მე ჩემი მაგდას უბედურებას წყევლას მივაწერ! წყევლას რომელიც მაგდაზე იყო და სისრულეში მოვიდა კიდეც… – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე წერს:
„მინდა გითხრათ, თქვენ ვისაც ფაქტიურად კლავიატურაზე გძინავთ და კომენტარებში ერთმანეთს ასწრებთ….ფაქტიურად არც ერთი დღე არ ჩაგიგდიათ ჩემი მაგდას განკითხვისთვის… ზოგიერთის აზრით, რისთვის იბრძოდა მაგდა? მაგდა მისი შვილის საფლავისთვის იბრძოდა და მივა კიდეც მისი თოკოს საფლავზე დაიტირებს კიდეც. და ამაზრზენია ამ სიტყვების მოსმენა…. საფლავზე ტირილი გააცოცხლებს ბავშვსო? გრცხვენოდეს ამის დამწერს! მინდა ზუსტად თქვენ მოგმართოთ სანამ საკუთარ ოჯახებზე და თავებზე არ გამიცდით ამ უბედურებას , უბედურებას რომელსაც ქვია 5 წლის დის შვილის დამარხვა…. სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით რა შეგრძნებაა როცა დას გიწამებენ და შენ ვერაფერს შველი…. სანამ თქვენს ოჯახებზე არ გამოცდით რა სიმწარეა როცა შენი ხელებით გაზრდილ 5 წლის დიშვილს მიწას მიაბარებ და დას გიწირავენ …როცა შენი სიმართლე ნულის ფასია და როცა შავზე თეთრი ძაფით კერავენ… როცა ამ ანალოგიურ ტკივილს გამოცდით მერე მიხვდებით ლანა პაპიძე რატომ ღრიალებს ცხოველივით…. როცა 5 წლის ჩემი ხელებით გამოზრდილ თოკოზე პროკურორი ლეკვს დაუძახებს და ლეკვად მოიხსენიებს მაშინ, როცა ბავშვის ცხედარი არ იყო ჯერ გაციებული და ბავშვს ცხოველივით დავტიროდი პროკურორი ცინიკურად ლეკვს ეძახის ….როცა ამ ყველაფერს გამოცდით საკუთარ ოჯახზე მერე მიხვდებით ლანა პაპიძე რატომ ღრიალებდა …რატომ იყო დასაბმელი ვერდიქტის ღამეს! მე ჩემი მაგდას უბედურებას წყევლას მივაწერ! წყევლას, რომელიც მაგდაზე იყო და სისრულეში მოვიდა კიდეც…. გავიხსენებ 2015 წლის ნოემბერს, როცა ჩემ დასთან მივედით მე და ჩემი ლიზი…თოკო და ლილი სახლში იყვნენ. მაგდას ოთახის კარი რომ გავაღე ბოლომდე შევაღე რკინის კარი ვინაიდან ლიზის დასვრილი ქონდა ფეხსაცმელი ტალახით და შესასვლელშივე ჩავიმუხლე ბავშზე ფეხსაცმელი რომ გამეხადა ლიზიზე,, რომ გავხადე და წამოვდექი პირდაპირ თვალებით შევასკდი ღია კარს რომელზეც გარედან ნათლად ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი..იმდენად აშკარა იყო მაგდა მოვიყვანე კარებთან და ეს რა უსვია კარებს თქო ჯერ გაჩერდა მერე მე ვუსუნე და ქონის სუნი ასდიოდა…მაგდამ აზრზე არ ვარ ეს რა არისო და გარედან გაწმინდა კარი, გონებაში ჩამრჩა ეს ჩამოსმული ქონიანი თითები … დღემდე დარწმუნებული ვარ ეს იყო წყევლა მაგდას კარზე გაკეთებული… დარწმუნებული ვარ მაგდა რომ მოეკლათ ისე დავმარხავდით ჩემ საწყალ მაგდას არც არავინ გამოიძიებდა მაგდას ამბავს….უცნაურია 2 საათში გამოტანილი ვერდიქტი….ასე ნაჩქარევად დადებული გადაწყვეტილება…ნაფიცო მსაჯულებო მშვიდად გძინავთ ღამე? ნუთუ იმაზე არ გიფიქრიათ 40 ღამე ბავშვის სული ოთახებში დადიოდა ჩემთან. ეს იმიტომ რომ დედა არ ატირეს ცხედარს! ნუთუ ღმერთის არ გეშინიათ? ახლა ვხვდები რატომ უღიმოდით პროკურატურას სულ…. მაგრამ მარტო იმიტომ ვარ მადლობელი ღმერთის, რომ მაგდა ცოცხალია და ყველა დაღმართს მოყვება აღმართი…ხშირად კოკისპირული წვიმის შემდეგ გამოუნათებია ცისარტყელას !!!“ – წერს ლანა პაპიძე. პოსტის კომენტარში ის აღნიშნავს, რომ „დადგა დრო, როცა მივა და ნახავს მაგდას“.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს ქმრისა და 5 წლის შვილის განზრახ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა შეეფარდა.