რუსთავში, 2 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდა. ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებით მიიყვანეს 10 საათზე, ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, ამჟამად ბავშვი აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება. 2 წლის ბავშვი რაიონიდან, ნათესავთან, კერძოდ დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა.