ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ე.წ. მესაზღვრეს ქართულ მხარეს არ გადასცემს. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, თუ მესაზღვრის ბრალი დამტკიცდა, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„კანონისა და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ჩვენს მოქალაქეს სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში ვერ გადავცემთ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მოკლეს.