ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიახლე: რომან სალარიძემ ლოტოს ჯეკპოტში 2 000 000 მოიგო

დღეს, ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში ჯეკპოტის გამარჯვებული რომან სარალიძე გამოცხადდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში, ლატარიის კომპანია მის გამოჩენას ელოდა. როგორც საქართველოს ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, მისმა იღბლიანმა ბილეთმა პირველ ივლისს ლოტო 6/36-ის პირველი კატეგორია, ანუ ჯეკპოტი 2,077,529 ლარი მოიგო.
„ლოტოს წესების მიხედვით, ბილეთმა გაიარა ვალიდაციის პროცედურა, გამარჯვებულმა გახსნა პირადი ანგარიში ბანკში, სადაც ორ კვირაში ჩაერიცხება კუთვნილი მოგება.
მოგეხსენებათ, რომ ჯეკპოტი ექვსი ძირითადი რიცხვის დამთხვევით ვლინდება. 674-ე გათამაშებისთვის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია კი შემდეგნაირად გადანაწილდა – 4 , 9 , 10 , 15 , 27 , 31“, – აცხადებენ საქართველოს ლატარიის კომპანიაში.

ლატარიის კომპანია გამარჯვებულს კუთვნილ მოგებას დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე გადასცემს.

იტვირთბა....