ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია გახდა. მას 11 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ჯალაღონია აქამდე მთავრობის აპარატში მუშაობდა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ შერჩეული მესამე კანდიდატია. უმაღლესმა საბჭომ ორჯერ ჩააგდო იგივე თანამდებობაზე დავით კვაჭაძისა და დავით ქარცივაძის კანდიდატურები.

პარმენ ჯალაღონიას მხარი „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა დაუჭირეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

პარმენ ჯალაღონიას განცხადებით ის არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ პარტიას და ჯგუფს.

„მე არ მივეკუთვნები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, ასე რომ ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლება ვინმეს მიერ ამ კუთხით ყოფილიყო გაჟღერებული, ძალიან მალე ნახავს რომ იყო უსაფუძვლო,“ – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

იტვირთბა....