ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო უვიზო მიმოსვლას იმსახურებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, საქართველო უვიზო მიმოსვლას იმსახურებს და მას შემოდგომაზე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმის” ავრცელებს.

„მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარებისა და ე.წ. საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას.

შეიძლება შეთანხმებაში საჭირო გახდეს გარკვეული უსაფრთხოების ზომების ჩადება. ვფიქრობ შემოდგომის დასაწყისისთვის ამ პროცესს დავასრულებთ და საქართველოს  მიეცემა ბოლომდე დამსახურებული უვიზო რეჟიმი.” – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

იტვირთბა....