ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„მოლაშვილი მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს“: „დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“

 

“სულხან მოლაშვილის წამების საქმეში ბრალდებულებმა პასუხი უნდა აგონ” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი,  მანანა კობახიძე, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

„ნიკა რურუას უთქვამს მგონი, სულხანი არ ყოფილა პოლიტპატიმარიო, რადგან ის პოლიტიკოსი არ იყოო… ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდათ?! თუმცა, მგონი ”მართალია” რურუა. აი,” ნამდვილი პოლიტიკოსი” არის მათი წერეთელი, რომელიც ყოველთვის, ყველა დროს, ყველასთან და ყველაფერთან იყო შერიგებული! კომუნისტური რეჟიმის დროს – სასათბურე პირობებში, შევარდნაძის დროს – დაწინაურებული, ნაცების დროს -თანამდებობას კიდევ უფრო კომფორტულად მორგებული, ჩვენ დროს ხომ, საქართველო აღარ ყოფნის ასპარეზად და ახლა 57 ქვეყნის უსაფრთხოებაზე ”უნდა იზრუნოს” და თან, ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს თურმე, იმიტომ, რომ ”კარგი პოლიტიკოსია”?!

…. დღეს სულხანს ვემშვიდობებით! კიდევ ერთხელ დავწერ – ის მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს!

… ყველა, ვისაც მის წამებაში, ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, ეს ღირსების საქმეა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა!!!“ – წერს მანანა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე მის წამებაში ზურაბ ადეიშვილს, გიგა ბოკერიას და ვალერი გრიგალაშვილსაც ადანაშაულებდა. სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა.

იტვირთბა....