შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, 2015 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. 2015 წლის ივნისში 197 573 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის ივნისში 228 866. იანვარ-ივნისში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 18% შეადგინდა.
ივნისში ყველაზე მეტი (115 277) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 107 463 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 105 683 ვიზიტორით.