ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეტყვაა მოსალოდნელი

5-6 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში, ასევე მთასა და მაღალმთაში დღეს და ხვალ მოსალოდნელია სეტყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მოსალოდნელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნა და ღვარცოფები. არ არის გამორიცხული მეწყრული მოვლენებიც. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი ხვალ თბილისშიც მოსალოდნელია.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით 26-31 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 24-29 გრადუსი, თბილისში კი – 26 გრადუსი.

7 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +30, +35° იქნება.

8 – 10 ივლისს დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28° – მდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33° – ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

იტვირთბა....