ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დარიალის ხეობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება მოსალოდნელ ამინდს. 4 – 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაც შეიძლება, მეწყერული და ღვარცოფული პროცესები განაპირობოს.

“აღნიშნული პროგნიზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტნციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით გამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

იტვირთბა....