აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პრაქტიკულად დაადასტურა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თაობაზე ოპოზიციის ინიციატივა აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
არჩილ ხაბაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ამას ვერ მოახერხებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ორ დღეში გადადგომის თაობაზე განცხადება თავად გააკეთოს.
„ყველაფერს გაიგებთ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გუნდი მუშაობს გადახალისებულ ვერსიებზე, მათ შორის არის თავმჯდომარის საკითხიც – მოხდება თუ არა ცვლილება. პირადად ჩემს ადგილს გუნდი და პარტია დაინახავს იქ, სადაც ძლიერი პოზიციებია დასაკავებელი. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში გეტყვით ყველაფერს“.- აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
მის შემცვლელად ამჟამად ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე სახელდება.