ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს მიმართა: მაგდა პაპიძის ბედზე მსაჯულების თათბირი დაიწყო

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბირო ოთახში გავიდნენ.

მოსამართლემ მათ განუმარტა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებათა საფუძველზე და არ უნდა იხელმძღვანელონ  თანაგრძნობით.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.

 

გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს ვერდიქტის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

 

სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.

 

შეგახსენებთ, მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკევეს. მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.

 

იტვირთბა....