დღეს X ფაქტორის ფინალია. პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცირა კობიაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში საკმაოდ ორაზროვანი სტატუსი გამოაქვეყნა:
“ხვალ ბოლოჯერ გამოვალ “იქს ფაქტორის” სცენაზე და ყველანაირად ვეცდები რომ ჩემს გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო.
სიმართლეს გეტყვით, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, თითქოს ვიცი კიდეც რა მოხდება ხვალ… მაგრამ მე მაინც მჯერა სასწაულების…ბოლოჯერ გთხოვთ რომ დამირეკოთ…” – წერს ცირა კობიაშვილი.