ჯანდაცვა

ზღვაზე წასვლამდე: 6 რჩევა სწრაფად გახდომისთვის

1- ზღვაზე წასვლამდე დარჩენილი კვირების განმავლობაში, მოიწყვეთ კვირაში ერთი გაწმენდის დღე – ანუ მთელი ამ დღის განმავლობაში, მიიღეთ ხილი, ხილი და არაფერი ხილის გარდა [ბანანს იღებთ რაციონიდან]. ეს იმდენად ეფექტურად აისახება თქვენს სხეულზე, რომ თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩებით.

2- ისევ და ისევ წყალი – თუნდაც მხოლოდ ზღვის გულისათვის 🙂 დალიეთ გაღვიძებისთანავე ნახევარი ლიტრი თუ ვერა, 1 ჭიქა წყალი მაინც. სასურველია, ეს მაჩვენებელი ნახევარ ლიტრამდე მალე ავიდეს… რაც მალე აიყვანთ, მით მეტს მოიკლებთ ზღვაზე წასვლამდე.

 

3- ამოიღეთ რაციონიდან შაქარი, ძეხვეული და ცომეული… ყველაზე მაგრები იქნებით, თუ მარილსაც ზედ მიაყოლებთ… შედეგი ამ დროს მოდის 3-ჯერ უფრო სწრაფად. ჩვენ კი ახლა, დამეთანხმებით, ძალიან სწრაფი შედეგი გვჭირდება! 😉

 

4- აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი და 1 მოზრდილი ლიმონი კანიანად (ასევე გახეხილი). მოათავსეთ ინგრედიენტები თერმოსში და დაასხით 1,5 ლ გადადუღებული და გაგრილებული წყალი. გააჩერეთ ნაყენი 4-6 საათი და მიღების წინ (სურვილისამებრ) დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ ერთი ჭიქა ნაყენი ყოველი ჭამის წინ.

 

5- მოძრაობა რომ უნდა გაზარდოთ, ამას ხომ რჩევაც არ უნდა, მაგრამ თუ დილით სირბილი, საღამოს ვარჯიში, დარბაზში სიარული და ა.შ. ან გეზარებათ, ან დროს ვერ პოულობთ, ჩაანაცვლეთ უფრო სასიამოვნოთი, თუნდაც საზღვაოდ მოსამზადებელ შოპინგზე სიარულით… იარეთ რამდენჯერ და რამდენ ხანსაც გინდათ… ორმაგად სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ამით ორ კურდღელს იჭერ, ხომ ასეა? 😉

 

6- მეექვსე და ძალიან აუცილებელი ფაქტორია – განწყობა. ამერიკელმა ექსპერტებმა დიდი ხანია, დაამტკიცეს, რომ წონის კლება-მატება, გვინდა თუ არ გვინდა, 70%-ზე მეტად ჩვენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული და არა – მიღებულ საჭმელზე. მათივე რჩევით, აუცილებელია, ზუსტად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი B წერტილი – ანუ რამდენი კილოგრამით ნაკლები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ 10, 15 თუ 20 დღის მერე, გააჩნია, ჩვენს შემთხვევაში, რამდენი დრო გვაქვს დარჩენილი ზღვაზე წასვლამდე. ჰოდა, როგორც კი განვსაზღვრავთ ჩვენი დაკლებული მე-ს პარამეტრებს, დღეში 2-ჯერ მაინც 15 წუთის განმავლობაში დრო უნდა დავუთმოთ მასზე კონცენტრაციას. ეს აგვიმაღებს განწყობას და ტვინს აიძულებს, ისე ამუშაოს სხეული, რომ ამ უკანასკნელმა სწორედ ის ფორმები მიიღოს, როგორსაც ჩვენ მივუთითებთ.

 

წყარო:Ideal me

იტვირთბა....