საზოგადოება

„სიდედრი არ უნდა ახსენო ეთერში, თორე ეგრევე სკამი გამოგეცლება“

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  ალექსი პეტრიაშვილმა, რომელსაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში  სკამი ჩაუტყდა,  უხერხული შემთხვევის შესახებ გადაცემის წამყვან, დიანა ტრაპაიძეს სოციალური ქსელიდან მიმართა:

“ეხლა ვუყურე და მოვხვდი: სიდედრი არ უნდა ახსენო ეთერში რო ხარ, თორე ეგრევე სკამი გამოგეცლებააა. ასევე, ნატოში გაწევრიანების მტრებიც ბევრი გვყავს, მარა არა “იმედის” ეთერში. ახლაც ბევრს ვიცინი. ჩემს ცხოვრებაში უნდა მოხდეს აუცილებლად ეს ყოველივე! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! დიანა! არ იდარდო!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

იტვირთბა....