ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ქართული ღვინის ფესტივალი შანხაისა და ჰონგ კონგში

შანხაისა და ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ქართული ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს კომპანია „Meiburg Wine Media”-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

ღვინის ფესტივალს ადგილობრივი მედიის, ღვინის ინდუსტრიის, სასტუმროებისა და რესტორნების, იმპორტიორი კომპანიების, წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრები ეცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას. ფესტივალზე წარმოდგენილნი იყვნენ  შემდეგი ღვინის კომპანიები: „ბაგრატიონი“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, “GWS”, “კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „მილდიანი’ „უსახელაურის ვენახები“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

იტვირთბა....