ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დარიალში საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება

დღეს, 17:00 საათზე, დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნება. გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი და ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

იტვირთბა....