ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაგდა პაპიძის პროცესზე მოკლული ომარ ქაფიაშვილის თანამშრომლები ძალოვანი სტრუქტურიდან მივიდნენ

დღეს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცი მსაჯულები განაჩენს გამოუტანენ. სხდომათა დარბაზი უკვე მთლიანად შევსებულია. ვერდიქტის მოსასმენად მოსულები არიან მოკლული ომარ ქაფიაშვილის თანამშრომლებიც ძალოვანი სტრუქტურიდან, სადაც ის მუშაობდა.

მხარეები მოლოდინზე არ საუბრობენ. ისინი დასკვნით სიტყვას წარმოადგენენ, ისევე როგორც ბრალდებული და იმ დეტალებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რაც ამ საქმისთვის მნიშვნელოვანია. შემდეგ კი ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ. მათ დრო 3 საათი აქვთ, თუ მოცემულ დროში ვერ ჩაეტევიან დამატებით 6 საათი ეძლევათ განაჩენის გამოსატანად.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, სწორედ ამიტომ, მისივე მოთხოვნით ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

იტვირთბა....