ჯანდაცვა

ჰოლივუდის სამი ვარსკვლავის დიეტა

დემი მური: ვაშლი და მიწის თხილი

დემი მური ტკბილეულისგან თავს არ იკავებს, თუმცა დესერტით მიღებული სიამოვნება წონად რომ არ ექცეს,  ის ჭკვიანურად იქცევა: ტკბილის წყურვილს ის ვაშლის ნაჭერზე გადასმული მიწის თხილის კარაქით იკლავს. ეს ზუსტად ის დესერტია, რომელიც არ დაგირღვევთ საგაზაფხულო დიეტურ გეგმებს.

ალისია სილვერსთოუნი: კომბოსტო და ჭარხალი

ალისია თვლის, რომ დიეტა საერთოდ არ არის საჭირო. უბრალოდ ცხოვრების სტილი უნდა შეცვალო და გახდე ვეგეტარიანელი. ოდესღაც გაუთავებლად მის ზედმეტ კილოგრამებზე ლაპარაკობდნენ, ახლა კი ის სამაგალითო სხეულის მფლობელია. „მიირთვით მეტი ჭარხალი და კომბოსტო, ჩართეთ რაციონში დაუმუშავებელი ბურღული. თუ ასე იკვებებით უბრალოდ დიეტის საჭიროება აღარ გექნებათ“-ამბობს სილვერსტოუნი.

რიანა: კვერცხის ცილა და ფიტნესი

„მთავარია მიირთვა ჯანსაღი საკვები და იარო სპორტ-დარბაზში იმისათვის, რომ თავი უკეთ იგრძნო და არა წონაში დასაკლებად“,-ამბობს ვარსკვლავი. ის გვირჩევს დავივიწყოთ ის რომ წონაში დაკლება გვსურს და უბრალოდ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. მისი დიეტა შედგება კვერცხის ცილისგან, ბოსტნეულისგან, ხილისგან და მინერალური წყლისგან. „ნახშირწყლები-ბოროტებაა“,-თვლის რიანა.

შერონ სტოუნი: ქლიავი და ქლიავის ჩირი

ის თავისი ექიმის რეკომენდაციით(ექიმი მაოშინგ ნი, ყველაზე ცნობილი სპეციალისტი ჰოლივუდში ჩინურ მედიცინაში და ანტიეჯინგში) მიირთმევს დიდი რაოდენობით ქლიავს. ბოლო მონაცემებით, ქლიავი შეიცავს ნივთიერებებს რომლებიც ებრძვიან ნაოჭების წარმოქმნას და ხელს უწყობენ მუცლის და წელის არეში ცხიმების „წვას“.

4lady.ge

იტვირთბა....