ჯანდაცვა

საზამთროს 3-დღიანი დიეტა, რომლითაც იკლებთ ზუსტად 5 კგ-ს

საზამთროს დიეტა საკმაოდ მკაცრი დიეტაა. ძირითადად სამ დღეს გრძელდება. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება, შესაძლოა 5 დღესაც გაგრძელდეს. როგოც დიეტოლოგები აცხადებენ, ასეთი რაციონის დღიური კალორიულობა 1330 კალორიას შეადგენს, ადამიანი კი სულ რაღაც 3 ან მაქსიმუმ 5 დღეში 3-5 კგ-ს იკლებს წონაში.

 

საზამთროს დიეტის დროს სხეულის მასის ყოველ 10 კგ-ზე ერთი კგ საზამთრო უნდა მიირთვათ. არავითარ შემთხვევაში სხვა პროდუქტები. საკვების მიღების საათებს რაც შეეხება, საზამთროთი დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ.

არ იზღუდება სასმელი წყლის მიღება, სამაგიეროდ მკაცრად არის აკრძალული ალკოჰოლის, გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელები.

საზამთრო მდიდარია უჯრედისით, რომელიც დანაყრების შეგრძნებას საკმაოდ კარგად ავითარებს და ადამიანს შიმშილის გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში არ აწუხებს. საზამთროს კარგად  გამოხატული შარდმდენი ეფექტი აქვს, შესაბამისად, წონის დაკლება ძირითადად სწორედ სითხის გამოძევების საფუძველზე ხდება. ისინი, ვისაც საზამთროს მონოდიეტის ავ-კარგი საკუთარ თავზე გამოცდილი აქვს, ამტკიცებენ, რომ სულ რაღაც 3-5 დღეში მუცლისა და ბარძაყების გარშემოწერილობა საგრძნობლად მცირდება. დიეტის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მას ერთგვარად გამწმენდი ფუნქციაც აქვს – ორგანიზმიდან წიდები და ტოქსინები გამოაქვს.

საზამთროს დიეტა უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ესა თუ ის პათოლოგია აწუხებს (პიელონეფრიტი, ცისტიტი, განსაკუთრებით გამწვავების სტადიაში, შარდ-კენჭოვანი დაავადება და სხვ.).

 

იტვირთბა....