ჯანდაცვა

მარტინ კატანის დიეტა: 21 დღეში იკლებთ 10 კგ-ს

წიგნის ავტორი გახლვათ ფსიქოლოგი, რომელმაც დაიკლო 31 კილოგრამი და დაწერა ამაზე წიგნი, რომელიც 1986 წელს გამოიცა. დღემდე მისი დიეტა სარგებლობს დიდი პოპულარობით.

დიეტას საფუძვლად უდევს კალორიულობის ცვალებადობა, რაც მისი ავტორის აზრით ოპტიმალურია ქალის ორგანიზმისთვის.

დიეტის ციკლი 21 დღეს შეადგენს. ფიზიკური დატვირთვების დამატების შემთხვევაში, ამ დროის განმავლობაში 10 კილოგრამს დაიკლებთ. დატვირთვების გარეშე -6 კგ-ს.

დიეტის ძირითადი მომენტები:

დიეტის 1, 2, 3 დღეებში დღიური კალორიულობის ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 600კკალ.

დიეტის 4, 5, 6, 7 დღეებში – 900კკალ.

8, 9, 10, 11, 12, 13, 14 დღეებში -1200კკალ.

15, 16, 17 დღეებში ისევ 600კკალ.

18,19 20, 21 – 900კკალ.

გაითვალისწინეთ, რომ პირველი დღეები საკმაოდ რთულია. ავტორი არ გვირჩევს ცხიმების სრულ ამოღებას რაციონიდან, რადგანაც ისინი აუცილებელია სრულფასოვანი მეტაბოლიზმისთვის.

დიეტის გამეორება შეიძლება 2-3 თვის შემდეგ.

დიეტიდან გამოსვლის პირველ კვირას თქვენი რაციონი არ უნდა აღემატებოდეს 1150კკალ. მეორე კვირას შეგიძლიათ მისი გაზრდა 1400კკალ-მდე.

4lady.ge

იტვირთბა....