ინციდენტი მოხდა ცოტა ხნის წინ სარფის საბაჟოზე. უცნობმა მოქალაქემ საქართველოში დაბრუნებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა.
შსს-ს ცნობით, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდამღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ვარშალომიძე თანაპარტიელებს, ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს ესაუბრებოდა.
შეგახსენებთ, ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იქნება.