ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად თურქეთის ხელისუფლება დახმარებას აშშ-ს სთხოვს

აჰმედ ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად თურქეთის ხელისუფლება დახმარებას ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა WSJ წერს. გამოცემის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურების პირველადი კვალი მიუთითებს, რომ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების სერიის უკან სწორედ “ისლამური სახელმწიფოს” ჩეჩენი მებრძოლი, აჰმედ ჩატაევი დგას.

WSJ-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება მომხდართან ჩატაევის კავშირს ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს, შეერთებული შტატების სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სხვა მოსაზრება არ არსებობს.

შეგახსენებთ, თურქული მედიის ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევი სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდრი ტერორისული თავდასხმის ორგანიზატორია.

იტვირთბა....