ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონში ბრექსითის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ლონდონში ათი ათასობით ადამიანმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა.
აქციის “მარში ევროპისთვის” მონაწილეები ჰაიდ-პარკთან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე გამართეს მსვლელობა. დემონსტრაციის მონაწილეებმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტს მოუწოდეს, არ დაუშვას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა.
“ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ბრექსითი. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პარლამენტს ყველაფერი, რაც მას სჭირდება გონიერი გადაწყვეტილებების მისაღებად და ბრექსითის გადასახედად. ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და ჩვენ შეგვიძლია ვითარება შევცვალოთ”.- აცხადებენ მსვლელობის მონაწილეები.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრობის შესახებ დიდ ბრიტანეთში განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციის ხელმომწერთა რიცხვმა უკვე ოთხ მილიონს მიაღწია.

იტვირთბა....