ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბანგლადეში კაფეზე მომხდარ თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეში,   კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 20 მძევალი დაიღუპა.   ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

გუშინ საღამოს ქალაქ  დაკაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმაზე  პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, 6 თავდამსხმელი მოკლულია, ერთი კი დაკავებული.

დაღუპულთა შორის ყველა უცხოეთის მოქალაქეა. იტალიის პრემიერის  მატეო რენზის განცხადებით, მოკლულთა შორის იტალიის მოქალაქეებიც არიან.

 

იტვირთბა....