მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„გული მომიკვდა! ნახეთ რას ამბობს სულხანი! – ვინ განახორციელებინა ეს გეგმები?! – მოსპეს კაცი და ბოლომდე გაანადგურეს!!! აი ვინ ვართ! – ნეტავ რა ნამუსით დადიან მისი მტრები?! ..ან საკუთარ შვილებს თვალებში როგორ უყურებენ?! – საქართველოს ხომ მოუკლეს ღირსეული კაცი! – მაგრამ შვილებს მამა მოუკლეს!… დიდი ხანია უკვე!!!…. ახლა კარგად ხომ ხართ ნამუსგარეცხილებო?! რამე ხომ არ შეცვლილა თქვენთან?!..თუმცა რა უნდა შეცვლილიყო?!…თქვენ ხომ ამით მხოლოდ ბედნიერები იყავით და ხართ?! – რა წინაპარი გყავთ ასეთი ცოდვიანი?! – თუმცა ჩვენი ისტორია ამის არაერთ მაგალითს ინახავს…. და აბა სად წავიდოდა ეს ცოდვიანი სისხლი?! – თქვენში ტრიალებს და მართლა ვაი იმ საქართველოს, სადაც ჯერ კიდევ ასეთი ასპარეზი გაქვთ სათარეშოდ!!!“ – წერს თამრიკო ჭოხონელიძე.
შეგახსენებთ, რომ სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში, ღვიძლის უკმარისობით პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.