ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალებზე მდებარე კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, შემოწმების პროცესს აქტიურად ახორციელებს.

„მოწმდება სურსათის უვნებლობა და ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. მომხმარებელმა სურსათის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვისა და რეალიზაციის პირობებზე და აქტიურად ითანამშრომლოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ, რომელმაც სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონსა და რიკოთის უღელტეხილის მიმდებარედ განთავსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების შეამოწმების პროცესს დაესწრო.

სახელმწიფო კონტროლის მიმდინარეობისას ბიზნესოპერატორებს მიეცათ მითითებები და კონკრეტული ვადა შესასრულებლად.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მიმდინარე წელს 1282 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 10 ობიექტს, მათგან 9 ბიზნესოპერატორმა უკვე გამოასწორა არსებული შეუსაბამობები და კანონის შესაბამისად, მათ საწარმოო პროცესი აღუდგა.

იტვირთბა....