სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ წონის დაკლება ყოველგვარი გასტრონომიული აკრძალვის გარეშეც შეიძლება. გთავაზობთ ჩეხი დიეტოლოგის მიერ შემუშავებულ დიეტას, რომლის მეშვეობითაც ერთი კვირის განმავლობაში იოლად, გემრიელად და, რაც მთავარია, შიმშილის გარეშე დაიკლებთ 5 კილოგრამს.
დღე პირველი
საუზმე – მაგრად მოხარშული კვერცხი, ჩაი ან ყავა, ორცხობილა
ლანჩი – 100 გ ვაშლი
სადილი – ძროხის 130 გ მოხარშული მჭლე ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, 200 გ ბოსტნეულის სალათა, ყავა, მინერალური წყალი
სამხარი – ჩაი, 100 გ ხილი
ვახშამი – 80 გ მოხარშული ნაკლებცხიმიანი ლორი, მოხარშული კვერცხი, 100 გ ხილი, 10 გ ნაღების კარაქი, წვენი
მეორე დღე
საუზმე – მწვანე ჩაი, 1 ჩ/კ თაფლი, ორცხობილა
ლანჩი – 200 გ მცენარეული ზეთით შეკაზმული სტაფილოს სალათა
სადილი – 50 გ მოშუშული ძროხის ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, გაზგასული მინერალური წყალი
სამხარი – რძიანი ყავა ან ხილის წვენი
ვახშამი – 150 გ ჰაერღუმელში შემწვარი თევზის ფილე, 150 გ ისპანახი, მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი
მესამე დღე
საუზმე – 30 გ მჭლე ლორი, 20 გ ორცხობილა, ჩაი
ლანჩი – 150 გ გრეიპფრუტი ან 100 მლ გრეიპფრუტის წვენი
სადილი – 150 გ მოხარშული ხორცი 200 გ სტაფილოთი ან კარტოფილით
სამხარი – ერთი ჭიქა ტომატის წვენი და ორცხობილა
ვახშამი – 100 გ მოხარშული კარტოფილი 50 გ ხაჭოსთან ერთად, 1 ჩ/კ თაფლი, გაზგასული მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი
მეოთხე დღე
საუზმე – 50 გ მდნარი ყველი, 30 გ პური, 1 ჩ/კ თაფლი, მწვანე ჩაი
ლანჩი – ერთი ფორთოხალი ან მოზრდილი მანდარინი
სადილი – 150 გ ქათმის ფილე, მინერალური წყალი, 100 გ კარტოფილი, 150 გ კიტრის სალათა
სამხარი – 150 გ ვაშლი
ვახშამი – მცენარეულ ზეთზე მომზადებული ლორიანი ომლეტი (2 კვერცხი, 30 გ ლორი), 150 გ პომიდვრის სალათა, წვენი ან მინერალური წყალი
მეხუთე დღე
საუზმე – 100 გ უცხიმო ხაჭო, 30 გ უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, 1 ჩ/კ თაფლი, მწვანე ჩაი
ლანჩი – 100 გ კენკრა ან ნაკლებად ტკბილი ხილი
სადილი – 150 გ მჭლე ხორცი, 100 გ კარტოფილი, ჩირის კომპოტი
სამხარი – ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი ან 150 გ ვაშლი (შეიძლება მსხალიც)
ვახშამი – მცენარეული ზეთით შეკაზმული ბოსტნეულის სალათა, წვენი ან მინერალური წყალი
მეექვსე დღე
საუზმე – ერთი მოზრდილი ვაშლი ან მსხალი
ლანჩი – მცენარეული ზეთით შეკაზმული 200 გ სტაფილოს სალათა
სადილი –100 გ ხბოს ხორცი სოუსით, 100 გ კარტოფილი, 50 გ კომბოსტოს სალათა
სამხარი – 50 გ ბოლოკი
ვახშამი – 100 გ ქამა სოკო კვერცხით, მცენარეული ზეთითა და ლიმონის წვენით შეკაზმული კიტრის სალათა, გაზგასული მინერალური წყალი
მეშვიდე დღე
საუზმე – 50 გ უცხიმო ხაჭო, 20 გ ორცხობილა, 1 ჩ/კ თაფლი, ჩაი
ლანჩი – ერთი ჭიქა რძე
სადილი – ღორის 150 გ შემწვარი მჭლე ხორცი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, მცენარეული ზეთით შეკაზმული 100 გ ბოსტნელის სალათა ოხრახუშით
სამხარი – რძიანი ყავა, 200 გ მოშუშული პარკი ლობიო, მინერალური წყალი
ვახშამი – ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი კრეკერით ან ორცხობილათი.
„ავერსი.ჯი“