თბილისში, გუშინ გვიან ღამით დაწყებული სტიქიის შედეგად, სარდაფები დაიტბორა, ძლიერმა ქარმა კი რამდენიმე ხე მოგლიჯა.
წვიმისა და სეტყვის გამო რთული ვითარება იყო თბილისის ქუჩებსა და მაგისტრალებზე. წვიმისგან მოვარდნილმა ნიაღვარმა ავტომანქანების გადაადგილება გააძნელა.
შექმნილი მდგომარეობის გამო მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
https://www.youtube.com/watch?v=m530ezRaN44