aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რას პროგნოზირებენ სპეციალისტები: 2016 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

2016 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იქნება – ინფორმაციას კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფი ნასას მიერ მიწოდებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერები  ავსტრალიაში დიდი ბარიერული რიფის ფოტოებს ავრცელებენ, სადაც ტემპერატურის მატებამ მცენარეების გათეთრება და კვდომა გამოიწვია.

მეცნიერების თქმით, მცენარეებმა გათეთრება 1998 წლიდან დაიწყეს, თუმცა ამჟამინდელი სიტუაცია უკვე შემაშფოთებელია. მათივე ინფორმაციით, 2016 წელს მოსალოდნელი 2-ცელსიუსიანი ზრდა კატასტროფულ შედეგებს მოუტანს პლანეტას.

ასევე, ბოლო თვეების მაჩვენებლებით, ზღვაში ყინულის დნობა აჩქარებულია. ამ პროცესზე, რა თქმა უნდა, ზემოქმედებას მოახდენს ტემპერატურის 2 გრადუსით გაზრდაც.

ტემპერატურის ზრდა პლანეტის სხვადასხვა მხარეს განსხვავებულ შედეგს გამოიწვევს. წყნარი ოკეანის სიახლოვეს, ტროპიკულ ნაწილში ეს გამოიწვევს გვალვას, მსოფლიოს მეორე მხარეში კი წყალდიდობები იქნება მოსალოდნელი.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ 2016 წელი უკვე გამოაცხადა ყველაზე ცხელ წლად. გაერო იმ ქვეყნებს, რომლებიც პარიზში ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე, კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდნენ, სთხოვს კონფერენციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტზე ხელმოწერილი შეთანხმების დაუყონებლივ შესრულებას. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ტემპერატურა არსებულთან შედარებით, 2 გრადუსით უნდა შენარჩუნებულიყო.

 

 

იტვირთბა....