ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ბრიფინგზე საქართველოში ჰაერის დაბინძურების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ჰაერის დაბინძურება საგანგაშოა:
„ამის მიზეზი გაუმართავი სატრანსპორტო სისტემაა. ჩვენთვის გაუგებარია და აღმაშფოთებელია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების პოზიცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდობლობა გამოუცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს. ასევე ყოველგვარ არსს არის მოკლებული ოფიციალური პირების განცხადება, თითქოს ჰაერის დაბინძურება არ არის საგანგაშო ზღვარზე და ეს იმ ფონზე, როდესაც შესაბამისი უწყებები ჰაერის მონიტორინგსაც კი ვერ ახერხებენ. სინამდვილე ასეთია: საქართველოში ყოველწლიურად ხდება დაახლოებით 12 000 მოქალაქის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული რისკ ფაქტორების გამო, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობით კი, ჩვენ ევროპაში პირველ ადგილს ვიკავებთ. ეს არის შესაბამისი უწყებების და მთელი მთავრობის სრული კრახი. პრემიერის განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ მისივე საკეთილდღეოდ გაკეთებული განცხადებაა და ის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.