ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„სულხან მოლაშვილის სიკვდილი სააკაშვილზეა”

 

„ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი განცხადებით, სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლია:

„ძალიან ცუდი ამბავია. სულხანი იყო კაცი. დიდი მომავალი ქონდა… სააკაშვილს რომ არ გაენადგურებინა. სულხანი სააკაშვილის ჯალათების მსხვერპლია და მისი სიკვდილიც სააკაშვილზეა. სწორედ სულხანი იყო პირველი, ვინც სააკაშვილს დაუპირისპირდა როცა კონტროლის პალატის თავმჯდომარეობისას მას აღმოუჩინა დიდი ოდენობით უკანონო ხარჯები, სახელმწიფოს ხარჯზე მეგობარი ჟურნალისტებისთვის საჩუქრებზე, დროშების ბეჭდვებზე, მივლინებებზე და ა.შ. ეს იმ პერიოდს ეხება როცა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი იყო. კონტროლის პალატის იმ დასკვნაში ყველაფერი იყო და სააკაშვილმაც ამისთვის ჯავრი იყარა” – წერს უძილაური.

შეგახსენებთ, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, დღეს დილით, 47 წლის ასაკში, ღვიძლის უკმარისობით, საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

იტვირთბა....