ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეწყერი შუახევში: ოთხი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

შუახევის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი ძლიერი წვიმის შედეგად  გამოწვეულმა მეწყერმა გარესამყაროს მოწყვიტა.

უჩამბის უბნის სოფლების ცინარეთის, წაბლანას, მოფრინეთისა და ლაკლაკეთის 400-მდე ოჯახი შუახევის ცენტრს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემოვლითი გზით დაუკავშირდება. სოფლებს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.

შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე წვიმს და მდინარე გუდნისწაყალი კვლავ ადიდებულია.

იტვირთბა....