საზოგადოება

„ღმერთის შენ უნდა გეშინოდეს, ნანუკა“: დაპირისპირება ფეისბუქზე ბონდარენკოს თაღლითობისთვის გამოყენების ბრალდებაზე

 

ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალურ პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც აცხადებდა, რომ ბავშვისთვის, რომლის დასახმარებლადაც საქველმოქმედო სპექტაკლზე სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოიყვანეს, ფული არ გადაურიცხავთ, საქველმოქმედო ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ელენე თარგამაძე გამოეხმაურა:

“ქ.ნ ნანუკა. იქნებ დაგერეკათ ჩვენთვის და გეკითხათ საქმის ვითარება? როცა კარგი რეიტინგი და ექსკლუზივი გინდოდათ რამის კარი შემოგვილეწეთ და ახლა, ვერ მოგვაწვდინეთ ხმა, თუ რა ხდება. ჩვენ მიხეილის დედასთან ვართ ამ საკითხზე შეთანხმებულები, რომ თანხა, რომელიც თეატრებიდან შეგროვდა დაჯდება ისრაელის კლინიკის ანგარიშზე (კლინიკა, რომელიც ასევე ჩვენ მოვუძებნეთ) სანამ მიხეილი სამკურნალოთ წავა, ასევე ჯანდაცვის მიერ დაფინანსებული 10 000 ლარი ( ამ დაფინანსების მოპოვებაშიც ჩვენი მეგობრები დაგვეხმარენ ) და მერიის მიერ დაფინანსებული 5 000 ლარი,რომელიც ასევე ჩვენი მეგობრის დახმარებით დაფინანსდა.

იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, ეს არის დიდი სიცრუე. პირველმა ჩაიარა მართლაც ანშლაგით, ხოლო მეორე, მესამემ საერთოდ არ გაამართლა, ნახევარიც არ გაყიდულა. ამას დამიდასტურებენ ბავშვები, რომლებიც თეატრის დაწყებამდე გვეხმარებოდნენ ბილეთების გაჩუქებაში, რომ დარბაზი ცარიელი არ ყოფილიყო. ინტრიგა გინდათ? თუ გული შეგტკივათ? უფრო პირველი!!! რაზე მელაპარაკებით, რა გულის ტკივილზე? ისეთი გატაცებული იყავი რეიტინგით ბავშვის ანგარიშის ნომრის გამოცხადებაც კი დაგავიწყდა, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით……”- წერს ელენე ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტის კომენტარებში.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ”ელენე როგორ არ გრცხვენია, ღმერთის როგორ არ გეშინია! მე მოგძებნეთ თუ თქვენ მომწერეთ გადაცემაში რომ გინდოდათ! იმიტომ რომ ფულს ვერ შოულობდით ყველა პრობლემა გადაგიწყვიტეთ! უნამუსობაა ეს შენი მხრიდან! რა ბილეთის გაჩუქება, რა ანშლაგით არ ჩაიარა! აბა, თუ ფული არ გაქვთ, რას პირდებით ოჯახს! რა კლინიკაში აწვენთ! რა ბავშვის ანგარიში გამომრჩა! მაგ სიმართლით იარე ! ყველაფერზე წამსვლელი გოგო ხარ და ამდენი ტყუილების შემდეგ უფრო დავრწმუნდი რომ უბრალოდ გამოიყენეთ ბავშვი”

ელენე თარგამაძე: ”ღმერთის შენ უნდა გეშინოდეს ნანუკა… დანარჩენზე პასუხს უკვე პირადად მიიღებ… ისე მეგონა, განსხვავებული აზრის მოსმენა შეგეძლო… მაგრამ სამწუხაროდ არ ისმენ და ყველას ბლოკავ”

კატო სალუქვაძე: ”ეს არ არის სახარჯი ფული, რომელსაც ოჯახი თავის გემოზე გამოიყენებს. ეს ფული უნდა გადაიგზავნოს ისრაელის კლინიკაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი:”კატო სალუქვაძე ჯანმრთელი ხარ?! რეებს ბოდავ აქ! ოჯახს თუ არ ენდობოდნენ, რას ატარებდნენ ქველმოქმედებას?! რას მეუბნები, დედაზე კარგი ბავშვისთვის ორგანიზატორს უნდა?! ანუ, რას ამბობ, დედა შვილის ოპერაციის ფულს დახარჯავს და რომ არ დაეხარჯა, ორგანიზატორები არ აძლევენ? უკვე არაადეკვატურები რომ ხართ აკვირდებით”?!

ფეისბუქზე დაპირისპირების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა:

„ორგანიზატორებმა ბავშვის დედას დაურეკეს და უთხრეს, რომ ხვალ ფულს ჩაურიცხავენ. უკომენტაროდ“ – წერს ნანუკა.

იტვირთბა....