International Energy Agency-ის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო პირველია იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც ჰაერის დაბინძურების დონე მომაკვდინებელ ზღვარს აღწევს. სიის მეორე და მესამე ადგილს ბულგარეთი და ჩინეთი იკავებენ.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყებულ ანგარიშში ჰაერის დაბინძურების მიზეზად ძველი, დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და დაბინძურების მაჩვენებლის კვლევა არარსებობა სახელდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და ბულგარეთი აღნიშნულ სიაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ, ისეთ ქვეყნებში, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია უფრო მეტია დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რადგან ამ ორ უკანასკნელ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობაც გაცილებით დიდია.
International Energy Agency საფრანგეთში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი სანდო და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობის შექმნაა. ორგანიზაციაში 29 ქვეყანაა გაერთიანებული.