aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა 2008 წელს თბილისის აეროპორტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რამდენიმე უცნობ დეტალზე სოციალურ ქსელში წერს:

,,არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში იქნება ხალხი, რომელიც საჯაროდ ეცდება რუსეთის გამართლებას ამ ომისთვის. მაგრამ, მართალს ამბობენ : არასოდეს არ თქვა არასოდეს. ჭკვიანური სახეებით ეს ნაძირლები ქადაგებენ, რომ თურმე რუსეთმა გამოაჩინა კეთილი ნება და 2008 წელს არ აიღო თბილისი და ამისთვის თურმე ჩვენ მუდმივად მადლიერები უნდა ვიყოთ.

რუსეთი გააჩერა ქართულმა ჯარმა, საერთაშორისო მხარდაჭერამ და აშშ-ს გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა.

ბევრმა არ იცის, მაგრამ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.

ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები)

ბევრმა არ იცის, რომ მე-5 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8 ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს

ბევრმა არ იცის, რომ 14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოყვებოდა ავია გამანადგურებლები.

ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნება აღქმული როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.

ბევრმა არ იცის , რომ “აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში” ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიცი.

 

ამ დროს ისიც ბევრმა არ იცის, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოჭრაზე და ქართველების მკვლელობაზე დალოცა “ერთმორწმუნე” ქვეყნის პატრიარქმა…“ -წერს შაშკინი.

იტვირთბა....