ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

აფრიკაში სამხედროების დადანაშაულებისათვის ქართული მხარე ბოდიშის მოხდას ითხოვს

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ  ქმედებებში დადანაშაულების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ  ქმედებებში მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული გამოძიებით, არ დასტურდება:

„ჩემი მხრიდან გამოძიების დეტალებზე საუბარი არასწორი იქნება, თუმცა მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვამბობ, რომ დამტკიცდება უდანაშაულობა. ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი – ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა გაკეთდეს ახალი განცხადება, როგორც მოხდა ქართველი ჯარისკაცებისთვის ბრალის დადება. ვითხოვთ ბოდიშს და იმის თქმას, რომ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

იტვირთბა....