ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ქართული მინერალური წყალი კორეაში გაიყიდება

 

მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ყოფილ საჭოთა კავშირში, სულ მალე კორეის ბაზარზეც გაიყიდება – ამის შესახებ სს „წყალი მარგებელის“ ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი საუბრობს. ჩიქოვანის თქმით, კომპანია გამუდმებით ცდილობს საექსპორტო ბაზრები გააფართოოს.

“ჩვენი კომპანია ბევრს მუშაობს ექსპორტის ზრდაზე. მატულობს „ნაბეღლავის“ ექსპორტი ევროკავშირის, აშშ-ისა და თურქეთის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ის მიმართულებით პრობლემები გვაქვს, არის ქვეყნები, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებლები იზრდება. ასევე, ვცდილობთ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ბაზრებიც ავითვისოთ. კორეის მიმართულებით უკვე გავხსენით გზა და ერთი თვის წინ ამ ქვეყანაში ჩვენი პროდუქცია გავაგზავნეთ. გვინდა შევიდეთ იაპონიის და ჩინეთის ბაზრებზეც. ასე რომ, წინსვლა ნამდვილად გვაქვს.

„ნატურალურ მინერალურ წყალზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, გარდა „ნაბეღლავისა“, ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ წყალს და ვცდილობთ, ამ სასმელს პოპულარიზაცია გავუწიოთ. პირველი პარტიები უკვე ამერიკაში გავაგზავნეთ“, – ამბობს ლევან ჩიქოვანი.

 

იტვირთბა....