ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ერთ საკანში მოთავსებაზე უარი ეთქვათ. ყოფილი მაღალჩინოსნების ერთ საკანში მოთავსების მოთხოვნით სასამართლოს ადვოკატებმა მიმართეს. მათი განცხადებით, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკნებში მარტო ყოფნა არადაამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია.
საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
საქმეზე მოპასუხე მხარე სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო, რომლისთვისაც ყოფილი პრემიერისა და თბილისის ყოფილი მერის ერთ საკანში ყოფნა მიუღებელია.