დღეს გადაწყდება სასამართლოს მიერ მოათავსებენ თუ არა ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში.
შესაბამისი თხოვნით ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს 4 თვის წინ მიმართა და მიზეზად, მერაბიშვილის და უგულავას მიმართ ციხეში არაჰუმანური მოპყრობა დაასახელა.
საქმეზე მოპასუხე მხარე სასჯელაღსრულების სამინისტროა, რომლისთვისაც ყოფილი პრემიერისა და თბილისის ყოფილი მერის ერთ საკანში ყოფნა მიუღებელია.