საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში დღეს აღარ გაიმართება.
აღნიშნული საკითხი კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წერიგში იყო შეტანილი, თუმცა ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 ივნისს ჩანიშნული ყველა კომიტეტის სხდომა გადაიდო.
რიგგარეშე სხდომაზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.