ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შოტლანდიის მთავრობას ბრიუსელთან ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა სურს

შოტლანდიის პირველი  მინისტრის,  ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, შოტლანდიის მთავრობას ბრიუსელთან ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა სურს.

ამას გარდა, ნიკოლა სტერჯენის თქმით, მისი კაბინეტი მზად არის, დაიწყოს მუშაობა კანონმდებლობაზე, რომელიც შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობას მისცემს.

23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიის მოსახლეობის უმეტესობამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა. მაშინ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთის შემადგელობაში ყოფნა აირჩია.

იტვირთბა....