ახალი ამბები კულტურა მთავარი სამართალი

ბათუმში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მოპედი დაეჯახა

ბათუმში  ქვეითად მოსიარულე მამაკაცს  მოპედი დაეჯახა.  44 წლის მამაკაცი ღია მოტეხილობებით, თავის არეში ჭრილობებით და სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოპედი თავდაპირველად ტროტუარზე არსებულ ბოძს დაეჯახა, შემდეგ უკვე ახლოს მდგომ ქვეითს.

შსს-ს ინფორმაციით  მოპედის მძღოლიც საავადმყოფოშია.

ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

იტვირთბა....