ჯანდაცვა

მერილ სტრიპის და ქეით ჰადსონის გამოცდილი დიეტა

ჯენიფერ გარნერი: ცილის შემცვლელი სალათები

მას ხშირად ხედავენ ფერმერების ბაზარში, რომელიც სანტა-მონიკაში მდებარეობს, რადგანაც იქ მხოლოდ ახალი და ადგილობრივი წარმოების პროდუქტები იყიდება. ბავშვის შეძენის შემდეგ მსახიობმა გადაწყვიტა უარი ეთქვა მკაცრ დიეტებზე და წონაში ნელ-ნელა დაეკლო. მას ფორმის დასაბრუნებლად 6 თვე დასჭირდა. ჯენიფერმა თავიდანვე თქვა უარი თავის საყვარელ კრუასანებზე, ვაფლებზე და ბაგეტებზე. პროტეინის ანუ ცილოვანი სალათები მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, მაგრამ მან ვერ მოახერხა სრულად ეთქვა ტკბილზე უარი:“ ყოველდღე ვაძლევდი თავს უფლებას პატარა შოკოლადის ნატეხი მეჭამა. დიეტაშიც ხომ ზომიერება უნდა დაიცვა“.

ქეით ჰადსონი: იაპონური სამზარეულო

ქეითის მენიუ შედგება სუშისგან და ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქტებისგან. “ ზედმეტი კილოგრამები თავისით წავიდნენ, როგორც კი მე ამ დიეტაზე გადავედი. ეხლა მე გული აღარ მწყდება ჩემი სხეულის გამო!“

მერილ სტრიპი: მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო

ლეგენდარული მსახიობი არ მალავს, რომ მას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ მოხდენოდა ცნობილი დიზაინერების კაბები, რომლებიც მას ეცვა ფილმ „ეშმაკი ატარებს Prada”-ში. ყველაფერი მარტივია: ”გადადგით გვერდზე ღვინის ბოთლი და თავს ერთ ჭიქაზე მეტის დალევის უფლება არ მისცეთ. აი რა გავაკეთე Prada-ს გულისთვის“.

იტვირთბა....