ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში ტაქსის მძღოლი დაჭრეს

თბილისში, ვაკეში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით,  მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შს სამინისტროს განცხადებით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....