ქუთაისში ავტომანქანა გაჩერებაზე მყოფ ბებიასა და მის მცირეწლოვან შვილიშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული ქალბატონი საავდმყოფოშია გადაყვანილი. ავტომობილის მძღოლს მიმალვა არ უცდია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
იტვირთბა....