ევროპელი ლიდერები გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრებს მართავენ. ბერლინში დღეს ევროკავშირის 6 დამფუძნებელი სახელმწიფოს – გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგისა და იტალიის, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს.
ევროპარლამენტი კი მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომას გამართავს.
გავლენიანი გერმანული გამოცემის, „დოიჩე ველის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმს „ევროპაში გარდატეხის მომენტი“ უწოდა:
„დღევანდელი დღე ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი გახდა, გარდამტეხი გახდა გაერთიანების ევროპული პროცესისთვის“, – განაცხადა მერკელმა ბერლინში.